სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ

AutoSharing Option
ძმებ სურკისებს კიევის "დინამოს" რუსი ბიზნესმენისთვის, "არსენალის" ყოფილი თანამფლობელისთვის, ალიშერ უსმანოვისთვის მიყიდვა სურდათ, - იტყობინება ტელეგრამ-არხი "Динамо Киев Inside".

ეს 2012 წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ გრიგორი სურკისმა გადაწყვიტა კლუბი უსმანოვის "USM Holding"-ისთვის მიეყიდა. როგორც იტყობინებიან, საუბარი 400 მილიონ დოლარზე იყო და ჰოლდინგის აუდიტორულმა და ფინანსურმა სამსახურებმა უსმანოვს "დინამოს" შეძენა ურჩიეს.

თუმცა, საქმეში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩაერია, რომლის ვინაობა არ ხმაურდება და უსმანოვს მოცდა ურჩია და კლუბის ფასის მკვეთრ დაკლებას შეჰპირდა. ამის შემდეგ უსმანოვმა
"დინამოს" ყიდვა საბოლოოდ გადაიფიქრა. იმ დროს დედაქალაქური კლუბის შეძენას უკრაინელი ბიზნესმენი იური ივანიუშენკო ცდილობდა.

2012 წელს Bloomberg-მა უსმანოვი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა და მისი ქონება 20 მილიარდ დოლარად შეაფასა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული