თურქი მეკარის 50-მეტრიანი დრიბლინგი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის გუნდი "იენი მალათიასპორის" მეკარე ერტაჯ ოზბირმა ქვეყნის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ 50-მეტრიანი რეიდი შემოვთავაზა.

"მალათიასპორი" 90+3-ე წუთზე 0:1 მარცხდებოდა, როცა კარიდან გამოსულმა ოზბირმა გადაწყვიტა შეტევაში წასულიყო და გუნდს გოლის გატანაში დახმარებოდა.

მთელი ფლანგი ჩაირბინა, პასი თანაგუნდელს მისცა და საჯარიმოსკენ გადაინაცვლა, ხელები გაშალა, ბურთი მომეცითო.

ბურთი არ დაუბრუნეს, "მალათიასპორის" შეტევაც წარუმატებელი აღმოჩნდა და გუნდი დამარცხდა. არა და მიეცათ, რა ვიცით რას იზამდა?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული