გლაზგოში "სლავიას" 1 ფეხბურთელი დაასახიჩრეს, მეორეს გვირაბში სცემეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრაღის "სლავიამ" ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გლაზგოში "რეინჯერსი" 2:0 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა, თუმცა ეს გამარჯვება მარტივად არ მოუპოვებია - მეკარეს დასახიჩრების, მცველს კი დამსახურებული ცემის ფასად დაუჯდა.

ჩეხების მეკარე ონდჟრეი კოლარჟს 61-ე წუთზე შოტლანდიელთა იამაიკელი შემტევი კემარ რუფი ბუცით სახეში შეეჯახა. შედეგად "რეინჯერსის" ფორვარდმა წითელი ბარათი მიიღო, "სლავიას" კარის დარაჯმა - ნაიარევი.

უფრო სკანდალური კი მეორე ეპიზოდი გამოდგა - "სლავიას" მცველ ონდჟრეი კუდელას გასახდელის გვირაბში სცემეს, რისი მიზეზიც გლენ კამარას მიმართ მის მიერ ჩადენილი რასისტული ქმედება გახდა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი
"რეინჯესის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჯერარდმა გააკეთა:

"გლენ კამარასთან უშუალო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც 100%-ით ვენდობი და მჯერა, რასაც ამბობს. ირგვლივ მყოფმა ფეხბურთელებმაც გაიგონეს კუდილას ნათქვამი. ჩემი ყველა ფეხბურთელით ვამაყობ და მათ სოლიდარობას ვუცხადებ. სიტუაციაში უეფა უნდა გაერკვეს და მომხდარი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს", - განაცხადა ჯერარდმა.

Seznam Zpravy-მ დაწერა, რომ კუდელას ტრიბუნის ქვეშ, გვირაბში მაგრად სცემეს. ინციდენტის შემდეგ "სლავიამ" პოლიცია გამოიძახა და იქამდე არ ჩასხდნენ ავტობუსში, სანამ რამდენიმე ეკიპაჟი არ მივიდა, რომლებიც სასტუმრომდე მიაცილებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაესხა თავს 33 წლის ჩეხ მცველს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ ახლა მიჩვეული ვართ (1:6) და გვიკვირს როგორ სცემესო მაგრამ ეგ შოტლანდიაა და გუნდმა ამ სეზონში პირველად წააგო (გავარდა) გაცოფდნენ სკინხედები თან პროვიკაცია და ეგაა.
ზაზა ნ
20 მარტი 2021 02:18
1
კაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს,მეორე, სიტყვის თქმის გულისათვის დაანგრიეს და კიდევ გაღმა ედავებიან?
სოსო
19 მარტი 2021 22:26
2
არა რასიზმს!!!
niko
19 მარტი 2021 18:03
8
an ra zrdilobaa ase xelebis shlit rom eleparakeba es jerardi. tavebi kitrebi hgoniant...
cxc
19 მარტი 2021 15:59
3
სლავიას წმვრთნელი უფრო შლიდა ხელებს , ვიდრე ჯერარდი ))
კახაბერი
20 მარტი 2021 00:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული