ინგლისელმა გუნდის ბოსებთან ყველა დეტალი შეათანხმა. მას სამშობლოში "ლესტერიც" ეპატიჟებოდა, თუმცა სამწვრთნელო კარიერის სხვაგან გაგრძელება გადაწყვიტა.
ჯერარდი 2022 წლის ოქტომბერში დაითხოვეს "ასტონ ვილადან" და მას შემდეგ უმუშევარი იყო. "ალ იტიფაქი" გასულ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა.