საქართველოსთან თამაშის წინ იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში მიწვევაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის შვედეთის ნაკრებში მიწვევაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, შვედი ფორვარდი 2016 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ დაბრუნებულა.

ამჟამინდელი "მილანის" ლიდერი საკუთარი ქვეყნის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრაში, საქართველოსა და კოსოვოს წინააღმდეგ დაეხმარება. დიდი ალბათობით, ის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაჰყვება.

5 წლის შემდეგ ზლატანმა ეროვნულ გუნდში დაბრუნება შემდეგი სიტყვებით აღნიშნა: "ღმერთის დაბრუნება..."

2020 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩს 40 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი სათამაშო კლასისა და უბერებელი სხეულის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ამ სეზონში "როსონერის" რიგებში ფორვარდმა 14 გოლის გატანა
მოახერხა და გუნდს ღირსეულად ლიდერობს, რათა წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმაროს.

"არ მინდა ნაკრებში იმის გამო მიძახებდნენ, რასაც ადრე ვაკეთებდი, მინდა მიზეზი ის გახლდეთ, რასაც ახლა ვაკეთებ. არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ ვიყავი. ახლა მე საერთოდ განსხვავებული ფიზიკური მონაცემები მაქვს, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. მე მოწვევა იმის გამო არ მიმიღია, რადგან მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. მთავარი მიზეზი ამისა გახლდათ ის, რომ რეალურად ეს მე წლევანდელი კარგი სეზონით დავიმსახურე" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის "იუთუბ არხზე".

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში 25 მარტს გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენადვე აუტანელი პიროვნებაა და ალბათ, ამიტომაც შვედეთის ნაკრები მის გარეშე ყოველთვის უკეთესი გუნდი იყო, ვინემ - მისით... ზოგადად, ასეთი ზეამპარტავანი შიზოფრენიკები ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად ამთავრებენ და ვისურვებდი, რომ ეს სწორედ საქართველოსთან მატჩში მომხდარიყოს...
მ.ტ.
12:43 23-03-2021
1
შინაგანად სუსტი და მშიშარაა ეგ ზლატანა თორემ,ძლიერი რომ ყოფილიყო, თავისი ფიზიკურობით ბესპრიდელ თამაშს არ ითამაშებდა. პირიქით, რაინდულობა უხდება სპორტსმენს, ეს კიდე აყლაყუდა ჯორია და კაცი გონია თავი. არ უხდება ფეხბურთს უხეშობა და უზრდელობა.
დავითი
11:51 23-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული