
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, ისეთი ცხოვრება აქვთ, ნებისმიერ ადამიანს შეშურდება.
36 წლის კრიშტიანო რონალდომ 2 ტურის წინ "კალიარისთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კარიერაში 740 გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ პელეს გატანილი ბურთებით გადაასწრო.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/737148064cac03e7e8144a2d9e12b9dc.png)
რაც შეეხებას ლეოს, 33 წლის არგენტინელმა "ბლაუგრანას" რიგებში "სოსიედადთან" თავისი 768-ე შეხვედრა გამართა და კატალონიური კლუბის ლეგენდას, ხავი ერნანდესს "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობაში გადაასწრო. შეგახსენებთ, მესიმ ეს მიღწევა დუბლით აღნიშნა, ხოლო "ბარსამ" 6:1 იმარჯვა.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d15b813489e12fe849744736a0ee15bf.png)
მათი ბრწყინვალე კარიერიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს კოლოსალური ანაზღაურება აქვთ, რითაც აქვთ
საინტერესოა, რაში ხარჯავენ ასტრონომიულ ანაზღაურებას?
სახლები
ორივე ფეხბურთელის საცხოვრებელი სახლი ყოველთვის განსხვავებული დახვეწილობით გამოირჩეოდა.
პორტუგალიიდან ინგლისში გადასვლის შემდეგ რონალდომ 3 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი შეიძინა. 2009 წელს "რეალში" გადაბარგდა, საცხოვრებელში 4.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
რაც შეეხება ტურინის საცხოვრებელს, პორტუგალიელი სუპერმოდელ ჯიანა როდრიგესთან ერთად დიდ ვილაში ცხოვრობს, სადაც მისასვლელად კერძო გზის გავლაა საჭირო. კრიშტიანოს საკუთრება საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს და სხვადასხვა ვერანდიდან ულამაზესი ხედი იშლება.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1001bedffbe873bc1de61f5af653cccc.png)
სახლში სპორტული დარბაზი აქვთ, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი და მისი სუპერმოდელი მეუღლე ჯორჯინა დიდ დროს ატარებენ.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/46e664f8ea28fba6abda49fbb446e213.png)
რონალდოს სადღესასწაულოდ 1.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი კოსტა-დელ-სოლის რეგიონში აქვს. მის საკუთრებაში ასევე 7 მილიონი ფუნტის ოდენობის ბინას შეხვდებით, რომელსაც ის მშობლიურ მადეირაში ფლობს. იმ ბინაში რონალდოს ძმა და დედა ცხოვრობენ.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/2e587fc3503b73f0e09a900d634b103d.jpg)
რაც შეეხება მესის, ლეგენდარული არგენტინელი კატალონიაში 5.5 მილიონ ფუნტად შეფასებულ ბინაში ცხოვრობს. სუფთა გარემოსთვის იმ უბნის თავზე ფრენებიც კი აკრძალულია.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/dd64529b525769a2350f4d0e8863151d.png)
სასახლე "კამპ ნოუდან" 12 კილომეტრითაა დაშორებული. მესისა და ანტონელას სახლში შიდა და გარე მოედანს, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს შეხვდებით.
გასაოცარია, რომ ფეხბურთელს მანქანების გარაჟი დონეებად აქვს, რადგან რომელ სართულზეც გაჩერდება, მანქანა იქ გააჩეროს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ce99001597a2b0aab35413a07f142d40.png)
აღსანიშნავია, რომ ლეოს ბინაში ფეხბურთელების ზედების კოლექციას შეხვდებით, რომელიც დიდებულად აქვს ორგანიზებული და შენახული.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/14bf5c6b466345204bc3f5cfc0590edf.png)
მესი ასევე მაიამიში "პორშეს" დიზაინის კოშკს ფლობს, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედი იშლება.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/8af01c0c7e67a17a8f00314c26b0153f.png)
მანქანები
კრიშტიანო რონალდო შეიძლება მანქანების კოლექციონერადაც ჩაითვალოს. "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს გარაჟში 16 მილიონი ფუნტის ღირებულების მანქანები ჰყავს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია "ბუგატის" 2 სახეობა, რომლების საერთო ღირებულებაც 8.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0fbe52f43dba461270e7c1d833c72dca.png)
რონის საყვარელი მანქანა კი F12 ბერლინეტა გახლავთ. ლეგენდარული პორტუგალიელი სუპერიტალიური მანქანის მოყვარულია!
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/da76acaaf7a2dfe0a507fab7f9e6b224.png)
რაც შეეხება მესის, რა თქმა უნდა, მასაც უყვარს მდიდრული და სპორტული მანქანები, თუმცა რონალდოსავით "მანიაკად" არ ითვლება.
6-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის გარაჟში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი "პაგანი ზონდა" გახლავთ, რომელიც დაახლოებით 1.5 მილიონი ფუნტი ღირს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0be062e69f8b2624a2e94223ac86d686.png)
ასევე შეხვდებით "მაზერატს", "ფერარის", "აუდის" რამდენიმე მოდელს, "პორშესა" და ა.შ.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9990680fa9a9c194ea9d5e449698f4f6.png)
კერძო თვითმფრინავები
ორივე ვარსკვლავი ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებისთვის კერძო თვითმფრინავით სარგებლობს.
რონალდომ 2015 წელს Gulfstream G200-ის მოდელში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/be5de8b24f5d6cefedc17b88ac9d628a.png)
რაც შეეხება ლეოს, არგენტინელმა Gulfstream V-ის ტიპის თვითმფრინავი 2018 წელს 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. თვითმფრინავი 16 ადამიანს იტევს, აქვს საკუთარი სამზარეულო და 2 სააბაზანო.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში ასასვლელ კიბეებზე ლეოს, ანტონელასა და ბავშვების სახელები აწერია.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9bf60c40580e01cbbe0bd67886a48666.png)
გასულ წელს თვითმფრინავი ტექნიკური დაზიანების გამო საავარიო დაშვებით დაჯდა ბრიუსელში.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4f0d2bdc4c160a77822be7463c6639e9.png)
იახტები
2019 წელს რონალდომ სუპერიახტა 5.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. ძვირად ღირებულ იახტაზე 5 მდიდრული კაბინა და 6 სააბაზანოა განთავსებული. ასევე შეხვდებით სამზარეულოსა და სასაუზმე ოთახს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/77168788844cb2baa4812636397b7f7f.png)
რაც უნდა გასაკვირი იყოს, მესის საკუთარი იახტა არ გააჩნია, თუმცა ყოფილ თანაგუნდელებთან, სუარესთან და ფაბრეგასთან ერთად მუდმივად ქირაობდა და ისე ისვენებდა სანაპიროსგან მოშორებით.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6a4263a045ea39aa494215c8225d4c3b.png)
სასტუმროები
ორივე ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოსაც და ლიონელ მესისაც, საკუთარი სასტუმროები აქვს.
მესის საკუთრებაში 3 სასტუმროა. პირველი, სახელწოდებით MiM Sitges, რომელიც 2017 წელს შეიძინა.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f05deed6dcd077744fae1a6b8b0683ad.png)
ამავე წელს მესიმ იბიცაზე Es Vive in Ibiza იყიდა, ერთი ღამის ღირებულება კი კაცზე 250 ფუნტს შეადგენს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f0e57fd3d9d24f3a60c549e208c54a28.png)
2019 წელს არგენტინელმა სასტუმრო, სახელწოდებით MiM Mallorca შეიძინა. ერთი ღამის ღირებულება კაცზე 70 ფუნტს შეადგენს.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/32a854c998d20f2e6a3fb9866f04ed6a.png)
რაც შეეხება რონალდოს, მფლობელობაში 1 სასტუმროს 2 ფილიალი, სახელწოდებით Pestana CR7 აქვს.
პირველი სასტუმრო მშობლიურ ქალაქ მადეირაში 2016 წელს გახსნა.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/61569ff6385f3b0fee2fe8e40a8465e3.png)
მეორე სასტუმრო კი დედაქალაქ ლისაბონშია.
![ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/78ce8e1d9212fc39663b3fcb12547d2f.png)
ორი ლეგენდა, რომლებმაც უდიდესი შრომითა და მცირეოდენი იღბლით წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს.
მომზადებულია thesun-ის მიხედვით