"მილანისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.
"დღემდე თამაშგარე მდგომარეობას დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ვთვლი, რომ ეს კარგი წესი არ არის. სულ მცირე, იმის ნახვას ვცდილი, როგორი იქნება ფეხბურთი "ოფსაიდის" გარეშე. დარწმუნებული ვარ, მის გარეშე სპორტის ეს სახეობა უკეთესი გახდება.
ფეხბურთი - საოცარი თამაშია, მაგრამ მივიჩნევ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ის უფრო მიმზიდველი, ჩამმთრევი, საინტერესო გახდეს. ამ მიმ
ართულებით უნდა ვიმუშავოთ.
აი, შევხედოთ, როგორც წესი, დრო აუტებსა და ტრავმებისას იწელება... ეს ის არ არის, რისი ნახვაც ხალხს სურს. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ.
ადამიანებს მოქმედება სჭირდებათ. ახლა ძალიან ბევრი მომენტია ხოლმე, როცა ადამიანები ვერაფერს ვერ უყურებენ. ეს თამაშზე ცუდ გავლენას ახდენს,"- თქვა ვან ბასტენმა.
მომზადებული Sky Sports-ის მიხედვით
ოფსაიდს რაც შეეხება უნდა სცადონ-რომელიმე დაბალი ლიგის ბიჭები ათამაშონ ჯერ და დააკვირდნენ.მეც მგონია რო უფრო სანახაობროვი გახდება.
თუ თავდამსხმელები მოწინააღმდეგის კართან დადგებიან-მათ გუნდს დაცვაში მოაკლდება ხალხი.თამაში იქნება მართლა მთელ მოედანზე,იქნება გრძელი პასები-გაქცევა,გოლები.. ფეხბურთი დაემსგავსება ფეხბურთს რომეელიც ყველას ბავშვობაში ეზოში შეგვიყვარდა.
ახლა კი თამაში მიდის 40 მეტრზე-შემტევი გუნდი ცენტრამდე ამოდის და დამცველი გუნდის ბოლო მცველამდე 40 მეტრზეა თამაში. თანამედროვე ფეხბურთი გახდა ჩამშლელების სპორტი.. საქართველო რო არ თამაშობდეს ან ტოტალიზატორის ინტერესი რო არ ქონდეს კაცს ვერ უყურებს ამ სვარკას 90 წუთი..ფაქტია რო რაღაც შესაცვლელია