იოჰან კრუიფი - ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი

AutoSharing Option
ნიდერლანდებისა და ესპანეთის შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული, ევროპის თასის გამარჯვებული, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი - ეს ლეგენდარული იოჰან კრუიფის ტიტულების მცირედი ჩამონათვალია. ნიდერლანდელს თაროზე 3 "ოქროს ბურთი" ჰქონდა, რაც მესისა და რონალდოს ერამდე მიუღწეველი შედეგი გახლდათ.

2015 წლის ოქტომბრის თვეში იოჰანს ფილტვის კიბო დაუდგინდა, 2016 წლის მარტში კი ლეგენდა გარდაიცვალა.

გთავაზობთ მცირედ ისტორიას ნიდერლანდელზე, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთს საძირკველი ჩაუყარა.

ამსტერდამის "აიაქსი" და "ლივერპული" ძალიან დიდი ხნის წინ ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ეს ეპიკური დაპირისპირება გახლდათ. შემთხვევითი არ არის, როდესაც გუნდის დაბადების თარიღად
1966 წელი ითვლება. ეს შეხვედრა იოჰან კრუიფისთვის გამორჩეული და საუკეთესო გახლდათ. როგორც სიაკ სვარტმა განაცხადა, ეს ზღაპარი გახლდათ. უბრალოდ წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ინგლისის ჩემპიონის 5:1 დამარცხება.

Sportall.Ge

40 წლის წინ იოჰან კრუიფი "ლევანტეში" გადავიდა. მისი ანაზღაურება 2 მილიონი იყო. ასევე ხელშეკრულების პუნქტში შეხვდებოდით დამატებითი შემოსავლის თავს გასვლითი შეხვედრების შემთხვევაში. 1981 წლის პირველი მარტი ესპანური გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. ეს იყო დღე, როდესაც იოჰანი მოედანზე "ლევანტეს" მაისურით გავიდა და სადებიუტო შეხვედრა გამართა. ადამიანი, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი და გაავსო მოედნები, გადავიდა გუნდში, რომელიც "ფურია როხას" სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა. კლუბის ხელმძღვანელობა არც შეძლებულობით გამოირჩეოდა, რადგან წარმოიდგინეთ, მათ საკუთარი ფეხბურთელების ვალი ჰქონდათ, თუმცა იოჰანის ტრანსფერს რაც შეეხება, ლეგენდარული ჰოლანდიელი თვითონ კლუბის პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომელიც მაშინ ნიდერლანდებში ჩაფრინდა, რათა ფეხბურთელი უშუალოდ ენახა და ისე დალაპარაკებოდა.

Sportall.Ge

კრუიფს ფეხბურთთან ერთად ფულიც ძალიან უყვარდა. მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი, დაიწყო მისი რეკლამირება და მოხსნა გადასახადები. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, გაღატაკებულიც კი. მამის ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო იოჰანს 12 წლის ასაკში  მოუწია მუშაობის დაწყება. ის ყველა დღესასწაულსა და დასვენების დღეს მოედანზე ატარებდა. წარმოიდგინეთ, მას იმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, რომ ევარჯიშა ბალახზე. ამიტომ მისი ბურთთან არსებული განსაკუთრებული ტექნიკა ბეტონზე დახვეწა.

"როდესაც ჩემი კარიერა დასრულდება, მე აღარ შემეძლება მივიდე მცხობელთან და ვუთხრა, გამარჯობა, მე იოჰან კრუიფი ვარ, იქნებ პური მომცეთ. მე გარკვეული ოდენობის ფულს თვითონ გამოვიმუშავებ და ამ ფრაზის გაფიქრებისას ჩემს მთელ კარიერაში თავით ვეშვები" - თქვა კრუიფმა.

Sportall.Ge

1992 წელს კრუიფმა და სანტანამ არაჩვეულებრივი აქტი გააფორმეს. მათ 1992 წელს ულამაზესი ფეხბურთი ითამაშეს, იოჰანმა კი "ბარსელონასთან" ერთად პირველი ჩემპიონთა თასიც მოიგო.

დეკემბერში კრუიფის გუნდი იაპონიაში გაემგზავრა, სადაც 1980 წლის შემდეგ კონტინენტების გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს. საინტერესოა, რა იყო ეს ტურნირი? კონტინენტებს შორის გამარჯვებულთა ჩემპიონატი ახლანდელი უეფას საკლუბო ჩემპიონატი გახლავთ. აქ მონაწილეობას ევროპის თასისა და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გუნდი იღებს. "ბარსელონას" მოწინააღმდეგე ბრაზილიული "სან პაულო" გახლდათ, რომლის მთავარი მწვრთნელიც ტელე სანტანა იყო. ისე მოხდა, რომ ორივე გუნდი ტოკიოს ერთსა და იმავე სასტუმროში მოთავსდა. თამაშამდე 2 დღით ადრე კრუიფი და სანტანა ერთმანეთს შეხვდნენ, ყავა დალიეს და 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ.

Sportall.Ge


კუმანს + კრუიფი = მეგობრობას!

კრუიფი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუ მას ეცოდინებოდა, რომ "ბლაუგრანას" ამჟამ
ინდელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახლავთ. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდებმა შუაღამისას იმიტომ იარეს, რომ კუმანის შვილის დაბადებას დასწრებოდნენ. 1987 წელს "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა კუმანი კატალონიაში სათამაშოდ მიიწვია.

"ჩვენ ეინდჰოვენის ერთ-ერთ სასტუმროში ვისხედით, როდესაც ის მოვიდა და მითხრა: "გინდა გახდე ჩვენი ფეხბურთელი?" მე გულწრფელად ვუპასუხე: "მადლობა, ეს დიდებული იდეაა, თუმცა ახლა ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ნიდერლანდებში კიდევ ერთ სეზონს გავატარებ. თუ თქვენი წინადადება ძალაში 1 წლის შემდეგაც იქნება, მაშინ მომდევნო წელს გიპასუხებთ, რომ - კი" - განაცხადა კუმანმა.

ერთი წლის შემდეგ კუმანმა თვითონ დაურეკა იოჰანს და შეთანხმება გაახსენა.

Sportall.Ge

კრუიფს ასევე ზიდანის გაფორმება 1991/92 წლების სეზონში სურდა, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტმა ეს ტრანსფერი დაბლოკა. იმ დროს ზინედინი ჯარში მსახურობდა და ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ყაზარმაში ცხოვრობდა. ამიტომ შეიკავეს მაშინ თავი.

მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა დაურეკა თავის კარგ ნაცნობს - კრუიფს, რომელსაც "ბარსელონას" ოცნების გუნდი უკვე აშენებული ჰქონდა. 20 წლის შავთმიანმა ბიჭმა თავდაპირველად ჰოლანდიელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა:

"ზიდანი ძალიან მორცხვი იყო და თითქმის სულ ჩუმად იყო, მაგრამ როგორც კი ბურთი მიიღო, მაშინვე გარდაიქმნა.
ზიზუ ფლობდა სივრცეს და თამაშს აკონტროლებდა."

იმის შემდეგ კრუიფი ახალგაზრდა ფრანგს არ ივიწყებდა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიშელ პლატინის და მარკო ვან ბასტენსაც ჰქონდათ მოგებული ოქროს ბურთი 3-3 ჯერ.
nknk
22:19 29-05-2021
0
რატო მიუგწეველი,პლატინის და ვან ბასტენსაც სამ-სამი ოქროს ბურთი ქონდათ.ამ ორივეზე უკეთესი რომ იყო კრუიფი ეგ სხვა ამბავია.
master
19:59 28-05-2021
0

სიახლეები პოპულარული