მიმდინარე სეზონში ლუისი "ატლეტიკოს" საკვანძო ფიგურა გახლავთ. თავდამსხმელმა ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო და 19 გოლიც გაიტანა.
მერსისაიდელებს ურუგვაელი ფორვარდის უკან, "ენფილდზე" დაბრუნება სურთ.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერი მუჰამედ სალაჰი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს. ამიტომ "წითლებმა" მისი შესაძლო შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლავთ.
შეგახსენებთ, ურუგვაელი "ლივერპულის" რიგებში 2011 წლიდან 2014 წლამდე გამოდიოდა, რა დროშიც 133
შეხვედრა ჩაატარა და თავი 82 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია dailymail-ის მიხედვით