შვედეთის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთ ჯგუფშია, ვინაიდან მესამე ტურში ისვენებდა, პაუზით ისარგებლა და ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
"ტრე კრუნურმა" სოლნაში ესტონეთს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გოლი "კრასნოდარის" 34 წლის თავდამსხმელმა მარკუს ბერგმა მესამე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ შვედების მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს და მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დასვენების საშუალება მისცა.