თბილისში ჩვენ დაგვცინეს და ლუის ენრიკე სევილიაში ლიფტში გაიჭედა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თავის თანაშემწეებთან ერთად სევილიის სასტუმროს ლიფტში გაიჭედა და გუნდი კოსოვოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე მათ გარეშე გაემგზავრა, - იტყობინება ESPN.

გამოცემის ცნობით, მათ ერთი საათი მოუწიათ ლიფტში ყურყუტი. შემდეგ "ტყვეობიდან" გამოიხსნეს და სტადიონზე ავტომობილით გაემგზავრნენ. ისინი არენაზე უკვე მაშინ მივიდნენ, როდესაც თამაში უკვე დაწყებული იყო. თუმცა ამას ესპანელებისთვის გამარჯვების მოპოვებაში (3:1) ხელი არ შეუშლია.

შეგახსენებთ, თბილისში, "ფურია როხას" ვარჯიშისას "დინამო არენაზე" განათება გამოირთო და გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამას ირონიულად ისტორიული მოვლენა უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოსკვლია პატრონი!
ნიკა
02 აპრილი 2021 09:40
2
რამოსს ახლა,მალე ელკლასიკოში გაუჭედავენ))
ჰაიაბუსა
02 აპრილი 2021 08:31
5
დათოს: გავიგებთ რამოსის,,გაჭედვასაც":))) თუმცა მაინც ვერ დაგვემართა კაი საქმე შუქის გამორთვით:)
ლელა
01 აპრილი 2021 23:28
8
შემთხვევა ყველგან ხდება,მაგრამ სამწუხაროდ მოდაშია შემოსული საკუთარი ქვეყნის ლანძღვა-გინება და აბუჩად აგდება.მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში ყველაფრის გადატანა.არადა საერთოდაც არ ვართ ესეთი "ჩამორჩენილები"
სამწუხაროდ
02 აპრილი 2021 03:50
1
რამოსი უნდა გაჭედილიყო
დათო
01 აპრილი 2021 22:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული