ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თავის თანაშემწეებთან ერთად სევილიის სასტუმროს ლიფტში გაიჭედა და გუნდი კოსოვოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე მათ გარეშე გაემგზავრა, - იტყობინება ESPN.
გამოცემის ცნობით, მათ ერთი საათი მოუწიათ ლიფტში ყურყუტი. შემდეგ "ტყვეობიდან" გამოიხსნეს და სტადიონზე ავტომობილით გაემგზავრნენ. ისინი არენაზე უკვე მაშინ მივიდნენ, როდესაც თამაში უკვე დაწყებული იყო. თუმცა ამას ესპანელებისთვის გამარჯვების მოპოვებაში (3:1) ხელი არ შეუშლია.
შეგახსენებთ, თბილისში, "ფურია როხას" ვარჯიშისას "დინამო არენაზე" განათება გამოირთო და გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამას ირონიულად ისტორიული მოვლენა უწოდა.