მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ფრედი გუარინი დღეს, 2 აპრილს, კოლუმბიის ქალაქ ენვიგადოში საკუთარ მშობლებზე თავდასხმისთვის დააკავეს. ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბ "მილონარიოსს" რამდენიმედღიანი შვებულება სთხოვა, რათა ვარჯიშებზე არ ევლო, მიზეზად კი პირადი პრობლემები დაასახელა.
"ის ცდილობდა, თავის მშობლებს ფიზიკურად გასწორებოდა, როდესაც მოგვიწოდებდნენ, რომ განყოფილებაში წაგვეყვანა" - განაცხადა ადგილზე მყოფმა პოლიციელმა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი 2005/06 წლებში "ბოხა ხუნიორსში" გამოდიოდა. შემდეგ გადავიდა ევროპაში და ფრანგულ "სენტ-ეტიენს" შეუერთდა; ორი წლის შემდეგ "პორტუში" გადავიდა, ხოლო საბოლოოდ თავი მილანის "ინტერში" ამოყო.
მომზადებულია marca-ს მიხედვით