ჩისკოს "უოტფორდმა" ისევ მოიგო და პრემიერლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 39-ე ტურში ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "შეფილდ უენსდეი" და სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცა.

"უოტფორდმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 78 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სუონსის" 9 ქულით უსწრებს (უელსურ გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 5 აპრილს გასვლაზე "მიდლსბროს" დაუპირისპირდება.

ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე გადადის და ჩისკოს გუნდი მიზანთან ახლოსაა.

თავად ჩისკო ამბობს, რომ დარჩენილი შვიდივე მატჩი ფინალივითაა და თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საღოლ ჩისკოს...რაც ეს "უოტფორდი"_ში წავიდა მის მერე ძალიან ვგულშემატკივრობ...
ტორპედოელი
01:56 03-04-2021
0
მაგრათ მიკვირს ამხელა ნახტომი როგორ გააკეთა როცა მეთევზეებთან და ექიმებთან თბ დინამოთი 6-1 წააგო იმის მერე. ფაქტია უოტფორდში იმედებს ამართლებს . ასე თუ ისე წარმატებები
ტოტტი
21:47 02-04-2021
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული