3 წლის წინ, 2018 წლის 3 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" შეხვდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. დუბლის შესრულება მოახერხა პორტუგალიელმა ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ, ხოლო მესამე გოლი მარსელოს ანგარიშზეა.
მატჩის 64-ე წუთზე რონალდომ დიდებული მაკრატელა დარტყმიტ ტურინელთა კარი მეორედ აიღო, გულშემატკივარი კი გაოგნებული ტაშს უკრავდა..