არგენტინის პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურში "სან ლორენსოს" მცველმა გაბიელ როხსმა "პლატენსეს" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც პუშკაშის პრიზზე წარდგენას იმსახურებს.
23 წლის მარცხენა მცველმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძალიან ეფექტურ ვარდნაში 75-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
თამაშის ბოლომდე როხასმა საგოლე გადაცემაც გააკეთა და "სან ლორენსომ" მეტოქეს გასვლაზე 4:2 სძლია, ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პროფესიონალურ კარიერაში გატანილი პირველი გოლი იყო.