გერმანიის პოლიციამ "დორტმუნდის" ფეხბურთელის, იოუსუფა მუკოკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოძიება დაიწყო.
16 წლის ფეხბურთელმა თავისი ყოფილი შეყვარებული სახლში ჩაკეტა და ვარჯიშზე ისე წავიდა. გოგონამ კი ბინის დატოვება პოლიციის გამოძახების შემდეგ შეძლო.
ახალგაზრდა შემტევი ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს, თუმცა მის ირგვლივ დაძაბულობა კიდევ დიდი ხანი არ გაქრება.
შეგახსენებთ, მუკოკო გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
გვარდიოლა: დორტმუნდში მოსაგებად მივემგზავრებით