კაზემირო ნეიმარზე უკეთესია...

AutoSharing Option
კაზემირო ნეიმარზე უკეთესია. შესაძლოა, გიჟი მიწოდოთ (სინამდვილეში ვარ), თუმცა ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემირო მსოფლიოს ერთ-ერთი ღირებული ფეხბურთელია. 

მნიშვნელოვანია, თუ როგორ თამაშობს "სამეფო კლუბი" მასთან ერთად, რა სტატისტიკა აქვს და როგორი შედეგიანობით გამოირჩევა. კლუბები თავდამსხმელებისთვის ასტრონომიულ თანხებს იხდიან, თუმცა დაცვით კუთხით ნახევარმცველებისთვის ფასი შედარებით მცირეა.

შეხედეთ კაზემიროს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე ორივე ფეხით კარგად თამაშობს, გუნდისთვის საჭირო ჩამშლელი და რაც მთავარია, ნაჩოსთან და ედერ მილიტაოსთან ერთად ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც თავისუფლად ითავსებდა, რამაც "რეალის" დაცვა საკმაოდ გააძლიერა.
ამას მისი შეტევაში შედეგიანობაც ემატება, ბრაზილიელ ნახევარმცველს გუნდში 6 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. 

ჩემი აზრით, გუნდს რომ აწყობდე, მთავარი ლიდერი სწორედ კაზემირო უნდა იყოს. მისი მოედანზე ყოფნა მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემს. სწორედ ბრაზილიელი ნახევარმცველის მოედანზე ყოფნა არის იმ თამაშის გარანტი, რასაც დღეს "რეალი" გვთავაზობს. ეს სტილი კი წარმატების გარანტია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით 

alt"რეალმა" კაზემიროს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა


მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიოს საუკეთესო საყრდენია დღესდღეობით. თან გვერდზე ორი ისეთი "მეტრი" ჰყავს 50 მეტრზე ისე აკეთებენ პასს დამუშავება თითქმის არ სჭირდება. საუკეთესო ნახევარდაცვაა მსოფლიოში და თუ არ მეთანხმებით მითხარით რომელი გუნდის ჯობია. ლიგას ვინ მოიგებს? დასკვნები თავად გამოიტანეთ... "აღდგომა და ხვალაო".
emigranti
02:02 16-04-2021
0

სიახლეები პოპულარული