პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ რუსეთში სტუმრობისას "1-ელ არხზე" ურგანტის გადაცემას ესტუმრა და ისაუბრა, თუ როგორ უყურებს ფეხბურთს.
"როგორ ვუყურებ თამაშებს? თუ ზაფხულია და თბილა, დავიდგამ ლუდს, შამპანურს, გამაგრილებელ სასმელს. აი, თუ ცივა, ზამთარია, მაშინ ღვინო მირჩევნია.
მისაყოლებელი? მე ყველაზე მეტად ყველი მომწონს, თუმცა არც ხიზილალაზე ვამბობ ხოლმე უარს", - გაიღიმა ფიგუმ.
ვერაფერს იტყვი, გემოვნება ნამდვილად აქვს...