ქართველის ულამაზესი გოლი რუსეთის პრემიერლიგაში - ზლატანსაც შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე "ახმატის" 24 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მელქაძე "ხიმკისთან" საშინაო მატჩის (3:1) 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ბურთზე პირველი შეხებით "მაკრატელათი" დალაშქრა მეტოქის კარი.

მელქაძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლია, ბოლოს კი გოლი 4 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი.

მელქაძე მოსკოვშია დაბადებული, რუსეთის მოქალაქეა, "სპარტაკის" ფეხბურთელია და გროზნოულ გუნდში სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული - ადრე იჯარით "ტოსნოსა" და "ტამბოვში" იმყოფებოდა. ის რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რას ერჩით, თუ დაჭირება სანიოლს გამოიძახოს, თუ კარგად ითამაშა ხო კარგი და თუ არ გამოადგა ნაკრებს არც მაგით დავქცევით, კაცმა თქვა მიდნა თამაშიო (მიზეზი გასაგებია) ხოდა თუ ჩათვლის სამწვრთნელო შტაბი აგერ ბურთი და აგერ მოედანი!
გიონატ
13:21 14-11-2022
0
ვისი? ქართველის?
ქართველი
23:22 17-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული