"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბებისა ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.

ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:

Sportall.Ge

"არ ვიცი, ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.

დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.

სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იმავეს მოვუწოდებ.

FORZA NAPOLI !!!

უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!"

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

altსუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვეთანხმები გიგის 100% გაუმარჯოს ფეხბურთს მილიარდების გარეშე,ყველაფერი ფული გახდა,იმის ნაცვლად რომ უეფას მოთხოვონ თანხების შემცირება და დაბალი კლასის ფეხბირთელებში მილიონების ხარჯვა, ესენი მილიარდებს შეეჭიდნენ. მე ეზოს ფეხბურთი მირჩევნია მაფიოზების ფეხბურთს.სუფთა ფეხბურთი,სულის გაყიდვის გარეშე.
საქართველო
19 აპრილი 2021 15:49
5
ფეხბურთის ნგრევა მაშინ დაიწყო, სწორედ როდესაც ევრო სასამართლო ჩაერია და გუნდებში 3 უცხოელზე მეტის ასპარეზობა დააკანონა! იქ მოკვდა მისი უდიდებულესობა ფეხბურთი!
ვიტო
21 დეკემბერი 2023 17:15
2
100%
Bs
21 დეკემბერი 2023 19:29
0
გააჩნია "ნგრევას" რას უძახი, დღევანდელი ფეხბურთი 20-40 წლის წინანდელ ფეხბურთს რომ ჯობია ფაქტია, გინდა ხარისხით და გინდა მსაჯობით!!! ფეხბურთის აღთქმაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ტოტალიზატორებმა, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ( საქართველოს მაგალითზე)!! რაც შეეხება სუპერლიგას, წესით ფიფას და უეფას ვერ უნდა აჯობოს, მაგრამ რომ შეხედავ რა სახსრების ჩადებას აპირებენ, მილიარდებზეა ლაპარაკი!!! დღეს ფეხბურთი ბიზნესია და ამხელა თანხებს ტყვილა არ გადაყრის!!!
ტიტე
21 დეკემბერი 2023 18:42
7
სინამდვილეში ვერავინ ერკვევით სიტუაციაში, გრანდები გამოიმუშავებენ ჩემპიონთა ლიგის 90% შემოსავალს, უეფას ამ შემოსავლის 80% მიაქვს. პასუხი თქვენთვის მომინდია. ვინ იქცევა არასწორად რეალი თუ უეფა?
semi
19 აპრილი 2021 17:15
22
გეთანხმები, ძალიან მარტივი არითმეტიკაა.
უეფას კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ხელფასის სახით მილიონები ერიცხებათ, რასაც რეალურად ეს 15 გუნდი გამოიმუშავებს.
მეგრელი
21 დეკემბერი 2023 16:22
4
მიუნხენის ბაიერნს ვგულშემატკივრობ 23 წელია და ზუსტად იგივე განცდა მაქვს. ფული ყველაფერი არ არის ამ ქვეყნად და თუ ბავარია ამ ნაბიჯს გადადგამს ის ჩემი გულოდან შეუქცევადად გაქრება!
Tornike
19 აპრილი 2021 18:05
1
ერთ ერთი პირველი ვინც ამ პროექტს, შესაბამისად ბარსა რეალს შეუერთდება ნაპოლი იქნება, მთელი ცხოვრებაა დე ლაურენტისი უეფას აგინებს ფინანსების არასწორად გადანაწილების გამო. რა ფორცა ნაპოლი ცოტა უკეთ გაერკვიეთ და მერე წერეთ პოსტები.
asa
21 დეკემბერი 2023 16:02
0
ნამდვილად მეწყინება თუ ეს ასე მოხდა.რაც შეეხება ფულის გამომუშავებას-მართლა ბევრი მიაქვს უეფას და ეს მაგათან უნდა მოილაპარაკონ ამ გრანდებმა მრგვალ მაგიდასთან.(ისე სეზონის განმავლობაში ეს გრანდებიც კარგ ფულს ღუნავენ,ნუ გეშინიათ.სამ-ოთხ Ისეთ თამაშს ჩატეხავენ რომ,იცოცხლე...)
კახა ქ.
19 აპრილი 2021 19:52
4
საღოლ ფლო ჯიგარი ხარ! ეგრე უნდა უეფას გაღორებულ ჩინოვნიკებს!! წესდებაც დააკორექტირე,როგორც თქვი და კამფეტ!!!
BOSS
21 დეკემბერი 2023 17:36
10
სახალხო ფეხბურთი კაი ხანია მოკვდა, როცა მილიარდები შემოვიდა და რეალურად ამ მილიარდებს გამოიმუშავებს 10-15 გუნდი, მაგათ გარეშე უეფა არის სრული ნული, ეს 15 გუნდი სვამს კითხვას: რატო უნდა ვარჩინოთ ეს კორუმპირებული უეფა ჩვენ? ლოგიკურია
მეგრელი
21 დეკემბერი 2023 15:39
3
უეფას შეუძლია, ამ ტურნირის მონაწილე ნაკრებაში არ ათამაშოს, არ დავიღუპოთ
ზვიადი
21 დეკემბერი 2023 16:19
1
მანამდე უეფაც აცხადებდა არავინ არ უშლით ლიგის შექმნას, უბრალოდ ჩვენი ეგიდით ვეღარ ითამაშებენო. ბევრმა ფულმა დიდი ხანია ფეხბურთს ის მუღამი დაუკარგა რაც წლების წინ ჰქონდა.
*
21 დეკემბერი 2023 15:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული