"ტვ ფორმულას" წამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას ეხმაურება.
"როგორც იქნა, ჩემი იდეა ბავშვობიდან! ხელოვნება ხელოვნებისთვის! ფეხბურთი ფეხბურთისთვის!" - დაწერა ჟურნალისტმა, რომელიც სპორტული შინაარსის პოსტებს არცთუ ისე იშვიათად აჟღერებს.
სოციალურ ქსელში ჯერჯერობით ეს ერთადერთი პოსტი შეგვხვდა, რომელიც ახალი ლიგის შექმნის მომხრე შინაარსს შეიცავს. თუმცა, არსენ ვენგერის მსგავსად, როგორც ჩანს, ვახო სანაიაც დიდი ხნით ადრე ფიქრობდა სუპერლიგის ფორმატის ტურნირის შექმნაზე.
"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე და პერსპექტივა..." - ჟურნალისტი ვახო სანაია წილისყრას ეხმაურება