ლინეკერმა პერესს მწარედ დასცინა - ეს ბიჭი...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა El Chiringuito-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ფეხბურთი კატასტროფის წინაშეა, ახალი ტურნირი ყველაფერს მოაწესრიგებს, საკუთარი თავი ლამის საფეხბურთო მესიად გამოიყვანა და მატჩების ხანგრძლივობის შემცირების იდეაც წამოაყენა.

ბაბუა ფლოს უმალ ირონიულად გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი.

"შესანიშნავი იდეაა. მოდით, 5-წუთიანი ტაიმები გავაკეთოთ და 45-წუთიანი შესვენება რეკლამისთვის. ეს ბიჭი...", - დაწერა ლინეკერმა თავის "ტვიტერზე" და ადამიანის სმაილი დაამატა, რომელსაც გულისრევა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული