"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?

AutoSharing Option
სუპერლიგაში "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გაერთიანებამ ინგლისში უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონთან, "ჩელსის" გულშემტკივრებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს და სკანდირებდნენ: "ჯანდაბას პერესი, ჯანდაბას სუპერლიგა". მათთან სასაუბროდ კლუბის ტექნიკური მრჩეველი პეტრ ჩეხი გავიდა და უთხრა, რომ ყველაფერი იცის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.

ცოტა ხანში კი The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩელსი" სუპერლიგის დასატოვებლად დოკუმენტაციას ამზადებს. როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" სუპერლიგაში გაერთიანებას ბოლო მომენტში სხვა ინგლისური კლუბების რჩევით დათანხმდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგას "მანჩესტერ სიტი" და
"ატლეტიკო" ტოვებენ.

დღეს ტურნირის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და მისი გაუქმების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რეალს თუ უნდა დარჩეს და სხვა დანარჩენებმა დატოვონ ეს მარაზმი
ბაჩი
22:50 20-04-2021
2
ამ სუპერლიგას არსებობა არ ეწერა, ეს სვლა იმიტომ გაკეთდა რომ ფიფასგან და უეფასგან მეტი ფული წამოსულიყო და მიზანიც ეგ იყო რა. თან გატესტეს სიტუაცია
აზრი
23:01 20-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული