ევროპის სუპერლიგა ჩავარდა და უეფა მისი მთავარი ინიციატორების - "რეალისა" და "იუვენტუსის" მკაცრად დასჯას აპირებს, - იტყობინება As-ი.
გამოცემის მტკიცებით, უეფა მომავალ სეზონში ამ ორი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე უეფაში აზრთა სხვადასხვაობაა და ყველაფერს პარასკევს, კრებაზე გადაწყვეტენ.
მიმდინარე სეზონში "რეალის" მოკვეთა ვერ მოახერხეს, რადგან ვალდებულებები გააჩნიათ სპონსორებთან და მაუწყებლებთან.
სუპერლიგის მარცხის შემდეგ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდება, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი არ ცხრება და უეფას იქით უტევს.