კონტრრევოლუცია იწყება - "რეალსა" და "იუვენტუსს" მკაცრად დასჯას უპირებენ

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგა ჩავარდა და უეფა მისი მთავარი ინიციატორების - "რეალისა" და "იუვენტუსის" მკაცრად დასჯას აპირებს, - იტყობინება As-ი.

გამოცემის მტკიცებით, უეფა მომავალ სეზონში ამ ორი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე უეფაში აზრთა სხვადასხვაობაა და ყველაფერს პარასკევს, კრებაზე გადაწყვეტენ.

მიმდინარე სეზონში "რეალის" მოკვეთა ვერ მოახერხეს, რადგან ვალდებულებები გააჩნიათ სპონსორებთან და მაუწყებლებთან.

სუპერლიგის მარცხის შემდეგ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდება, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი არ ცხრება და უეფას იქით უტევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უეფა ჰგლიჯე სანქციები ამ ბობოლებს,უბედურ დინამოს ფეინოორდთან გულშემატკივრები აუკრძალე და მიდი ამათ ხიე 2 წლიანი,მახსოვს ბათუმს არარატთან 0-3 ჩაუთვალე 5-1 მოგებული თამაში,პსჟ-ს სტიაუასთან ასევე 0-3 თან ისე რომ 3-0 არ ყოფნიდა,დინამოს ლინფილდთან ჭორის დონეზე დისკვალიფიკაცია მიეცი აბა ვნახოთ ახლა რა ბიჭი ხარ ჩეფერინ
გულშემატკივარი
12:12 23-04-2021
4
ფეხბურთი იმიტომ არის ნომერ პირველი სპორტის სახეობა აქამდე რომ აქვს დალაგებული საჩემპიონატო სისტემა...კვირაში 4-5თამაშს არ თამაშობს სხვადასხვა შემადგენლობით როგორც ზოგიერთ სხვა სპორტში ხდება და ეს მოსწონს ხალხს!...ახლა მდიდარ კლუბებზე მარტო სათავისოდ რომ უნდოდათ სუპერ ლიგის შექმნა სხვა კლუბების ფეხბურთელების ადამიანების პატივისცემას ტოლერანტობას თანაგრძნობას ივიწყებდნენ???!!!???ამ ფასეულობებზე დგას ადამიანი პირველ რიგში და მისგან შექმნილი შემდგომ ყოველი რამ მათ შორის სპორტის ეს სახეობაც ფეხბურთი!!! მარტო ფულია ამომავალი დღეს ინტერესთა სფერო???!!!??? მაშინ რისთვის თამაშობდა ფერენც პუშკაში?...გარინჩა?...საბჭოეთის ვარსკვლავები დარასელია ყიფიანი გუცაევი ჩივაძე გაბელია შენგელია და არ მინდა ვინმე გამომრჩეს რომლებსაც ყველაზე მწირი შემოსავალი ქონდათ მსოფლიოს ეგიდით...მათ პირველ რიგში სპორტის ფეხბურთის სიყვარული გა
მარჯვებისკენ სწრაფვის სიყვარული გულშემა
ტკივრებისთვის გამარჯვებით მინიჭებული სიხარულის სიყვარული ქონდათ გააჩნდათ და არა მხოლოდ ფულის მოტივაცია...!!! ამიტომ უეფამ კლუბები კი არ უნდა დასაჯოს არამედ ფლორენტინო პერესი და ანიელი უნდა დასაჯოს და მათ აღარ უნდა მისცეს უეფას და ფიფას ეგიდით სიაქმიანობის უფლება...კლუბებმა კი ახალი პრეზიდენტები აირჩიონ ან ახალი მეპატრონეები მფლობელები!!! მავანთ და ესენი აშშ-ს მასონები და ევროპული ფეხბურთის მტრები არიან და ამ ევროპელებით, მათი ხელმძღვანელობით თანამონაწილეობით ფეხბურთი უნდათ დაამსგავსონ შეურაწყოფას არ ვაყენებ არ ვაკნინებ არცერთ სხვა სპორტის სახეობას მაგრამ ასეა ნბა-ს ჰოკეის ბეისბოლის ამერიკული სოკერის მსგავს ტურნირებს...და ამერიკულ ყაიდაზე მოაქციონ ყველაფერი მათ შორის ევროპული ტურნირებიც ღირებულებებიც და ასე შემდეგ!!!
Simartle
09:09 23-04-2021
3

სიახლეები პოპულარული