მესიმ მაიამიში მეორე დიდებული ბინა შეიძინა, თანაც რა ფასად? [PHOTO]

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიონელ მესიმ მაიამიში კეთილმოწყობილი ბინა შეიძინა.

როგორც ცნობილია, "ალბისელესტეს" კაპიტანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას არ გამორიცხავს. 

Real Deal-ის მიხედვით, შენობა ირგვლივ 360 გრადუსით იხედება, ფართობით 511 კვადრატულ მეტრს შეადგენს და აქვს უზარმაზარი ტერასა, 195 კვადრატული მეტრის ფართობის. მესის ეს აპარტამენტი 7.3 მილიონი ევრო დაუჯდა. 

Sportall.Ge

ამავდროულად, ბინაში მარანს შეხვდებით, სადაც 1000 ბოთლი ღვინოა განთავსებული, ასევე - 6 აუზი, სპა, ფიტნესცენტრი, იოგისთვის გამოყოფილი ადგილი, ბავშვების სათამაშო ადგილი, დიდებული სამზარეულო და სასმელების
კუთხე.

Sportall.Ge

როგორც ცნობილია, არგენტინელს მაიამიში, Porsche Design Tower-ში აქვს მეორე ბინა, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 21 /
ვახ რა დღეშია ეს ხალხი. მესის ლოცვა კურთხეცაზე გადავიდნენ :)
ან ეს 8 აუზი რად უნდა :)
Las
24 აპრილი 2021 18:54
8
მაიამიში ევროს რა უნდა?
გენიოსა
24 აპრილი 2021 17:47
7
რამდენი "მუქთად მჭამელი" ფეხბურთელები ვიცით, ვისთვისაც ფეხბურთი მარტო ფულის საჭრელი მანქანაა და, რომ იტყვიან მაღალ ხელფასს არაფერში იღებენ. მესი კი ამდენი ხანი, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ერთი სიტყვით, ალალი და უსაყვედურო მესისთვის სახლებიც, მანქანებიც და მაღალი ხელფასიც.
გია
24 აპრილი 2021 17:39
1
ნუ გვატყუებთ, ამერიკაში ევროთი ვერ იყიდდა...
ვოოტ
24 აპრილი 2021 16:27
4
მესი გენიოსია ეკუთვნის. არ გამოტოვოთ მისი თამაშები
იცოდე
24 აპრილი 2021 15:52
2
იპოთეკით ექნება ნაყიდი
ირაკლი
24 აპრილი 2021 14:13
4
როგორ შეიძინა? საიდან შეიძინა? რატომ შეიძინა? ვისთვის შეიძინა?.....
ნოდარიკო
24 აპრილი 2021 14:10
9
"შენობა ირგვლივ 360 გრადუსით იხედება" რას ნიშნავს?
გიორგიპირველი
24 აპრილი 2021 13:50
7
ნუ ბრუნავს როგორც ბაბაიაგას ქოხი ქათმის ფეხებზეა რა.
skaro
17 ნოემბერი 2022 16:01
0
თქვენ ის თქვით რა არის მესისთვის 7.3 მილიონი ევრო, თავისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი, რამოდენიმე დღის ხელფასი.შეარგოს უფალმა ყველას, ვისაც სუფთა შრომით აქვს შექმნილი თავისი ხოვრება.
მახა
24 აპრილი 2021 11:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული