მესიმ მაიამიში მეორე დიდებული ბინა შეიძინა, თანაც რა ფასად? [PHOTO]

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიონელ მესიმ მაიამიში კეთილმოწყობილი ბინა შეიძინა.

როგორც ცნობილია, "ალბისელესტეს" კაპიტანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას არ გამორიცხავს. 

Real Deal-ის მიხედვით, შენობა ირგვლივ 360 გრადუსით იხედება, ფართობით 511 კვადრატულ მეტრს შეადგენს და აქვს უზარმაზარი ტერასა, 195 კვადრატული მეტრის ფართობის. მესის ეს აპარტამენტი 7.3 მილიონი ევრო დაუჯდა. 

Sportall.Ge

ამავდროულად, ბინაში მარანს შეხვდებით, სადაც 1000 ბოთლი ღვინოა განთავსებული, ასევე - 6 აუზი, სპა, ფიტნესცენტრი, იოგისთვის გამოყოფილი ადგილი, ბავშვების სათამაშო ადგილი, დიდებული სამზარეულო და სასმელების
კუთხე.

Sportall.Ge

როგორც ცნობილია, არგენტინელს მაიამიში, Porsche Design Tower-ში აქვს მეორე ბინა, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორ შეიძინა? საიდან შეიძინა? რატომ შეიძინა? ვისთვის შეიძინა?.....
ნოდარიკო
24 აპრილი 2021 14:10
9
ერთს გააქირავებს ალბათ ;)
ვვვ
16 ნოემბერი 2022 11:27
1
ნუ გვატყუებთ, ამერიკაში ევროთი ვერ იყიდდა...
ვოოტ
24 აპრილი 2021 16:27
4
"შენობა ირგვლივ 360 გრადუსით იხედება" რას ნიშნავს?
გიორგიპირველი
24 აპრილი 2021 13:50
7
ნუ ბრუნავს როგორც ბაბაიაგას ქოხი ქათმის ფეხებზეა რა.
skaro
17 ნოემბერი 2022 16:01
0
მეც მინდა ეჰ
ტარიელ მაღალდაძე
16 ნოემბერი 2022 12:29
2
ვახ რა დღეშია ეს ხალხი. მესის ლოცვა კურთხეცაზე გადავიდნენ :)
ან ეს 8 აუზი რად უნდა :)
Las
24 აპრილი 2021 18:54
8
შენობა 500 მეტრის რადიუსში ისმენს
Levani
24 აპრილი 2021 21:44
2
მგონია მესი და რონალდუ ერთად ითამაშებენ ბექჰემის გუნდში... ღრმა სიბერეში
მე არ ვარ რობოტი
24 აპრილი 2021 21:03
6
მერე იყიდეთ, რა ფული გენანებათ ?
ტარიელ მაღალდაძეს
17 ნოემბერი 2022 22:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული