მესიმ მაიამიში მეორე დიდებული ბინა შეიძინა, თანაც რა ფასად? [PHOTO]

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიონელ მესიმ მაიამიში კეთილმოწყობილი ბინა შეიძინა.

როგორც ცნობილია, "ალბისელესტეს" კაპიტანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას არ გამორიცხავს. 

Real Deal-ის მიხედვით, შენობა ირგვლივ 360 გრადუსით იხედება, ფართობით 511 კვადრატულ მეტრს შეადგენს და აქვს უზარმაზარი ტერასა, 195 კვადრატული მეტრის ფართობის. მესის ეს აპარტამენტი 7.3 მილიონი ევრო დაუჯდა. 

Sportall.Ge

ამავდროულად, ბინაში მარანს შეხვდებით, სადაც 1000 ბოთლი ღვინოა განთავსებული, ასევე - 6 აუზი, სპა, ფიტნესცენტრი, იოგისთვის გამოყოფილი ადგილი, ბავშვების სათამაშო ადგილი, დიდებული სამზარეულო და სასმელების
კუთხე.

Sportall.Ge

როგორც ცნობილია, არგენტინელს მაიამიში, Porsche Design Tower-ში აქვს მეორე ბინა, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 21 /
თქვენ ის თქვით რა არის მესისთვის 7.3 მილიონი ევრო, თავისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი, რამოდენიმე დღის ხელფასი.შეარგოს უფალმა ყველას, ვისაც სუფთა შრომით აქვს შექმნილი თავისი ხოვრება.
მახა
24 აპრილი 2021 11:53
2
7 მილიონი ცოტაა მაგარი სახლია ძან დიღომში ყიდის ვიღაც 5 მილიონ დოლარად დიდ ბაითს მაგარი კია მაგრამ ამის 30 პროცენტიც არაა წარმოიდგინეთ თან დიღომში გატყავებულ მინდორში სადღაც. რამ დაახარბა ქართველი ასე არვიცი ყველაფერ ცეცხლის ფასი აქვს ჩვენთან მანქანებზე აღარაფერს ვამბობ
Goga
16 ნოემბერი 2022 14:19
2
რამდენი "მუქთად მჭამელი" ფეხბურთელები ვიცით, ვისთვისაც ფეხბურთი მარტო ფულის საჭრელი მანქანაა და, რომ იტყვიან მაღალ ხელფასს არაფერში იღებენ. მესი კი ამდენი ხანი, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ერთი სიტყვით, ალალი და უსაყვედურო მესისთვის სახლებიც, მანქანებიც და მაღალი ხელფასიც.
გია
24 აპრილი 2021 17:39
1
ლეო მესი, ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ როგორ შეიძლება ამ გენიოსზე რამე დაგენანოს? ასეთ ფეხბურთელს ყველაფრი ეკუთვნის! ლეო ალალი იყოს შენზე ყველაფერი რასაც შენი ოჯახისთვის იძენ და აკეთებ!
ვისაც დაენანოს!
16 ნოემბერი 2022 10:57
1
ჩემი სიდედრი ისეთ ხაჭაპურს აცხობს რომ თითებს ჩაიკვნეტ) მარტო ორ ოთახიანი ბინა აქვს
კობა
16 ნოემბერი 2022 15:54
4
თიბისი-ს კრედიტით უყიდია
w
16 ნოემბერი 2022 12:16
3
ლეო ფეხბურთის ხელოვანია! ეკუთვნის!!!!!!!!!!!!
ლაშა
16 ნოემბერი 2022 11:58
1
მესი გენიოსია ეკუთვნის. არ გამოტოვოთ მისი თამაშები
იცოდე
24 აპრილი 2021 15:52
2
ქუხნა რამდენი კვადრატული მეტრია ? გროდნოს სტენკა დაიდგმება ?P
zura222
16 ნოემბერი 2022 10:32
5
მაიამიში ევროს რა უნდა?
გენიოსა
24 აპრილი 2021 17:47
7
იპოთეკით ექნება ნაყიდი
ირაკლი
24 აპრილი 2021 14:13
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული