ტენ ჰაგმა "ტოტენჰემს" "აიაქსი" არჩია

AutoSharing Option
51 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა სამუშაო ადგილის გამოცვლა არ ისურვა.

ტენ ჰაგს აქტიურად ეპატიჟებოდა "ტოტენჰემი" და გადაყენებული ჟოზე მოურინიოს ნაცვლად დანიშვნას სთავაზობდა, მაგრამ უარი განუცხადა.

ამსტერდამული კლუბის საიტის ცნობით, მან "აიაქსთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. ტენ ჰაგმა ეს გუნდი 2017 წელს ჩაიბარა, იქამდე კი "გოუ ეჰედ იგლზს", "ბაიერნის" დუბლებსა და "უტრეხტს" წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აიაქსის ერა მაშინ დაიწყება როცა გუნდში შოთა არველაძეს მოიყვანენ მწვრთნელად
გოგა
15:14 01-05-2021
0
აიაქსისთვის სჯობდა წასულიყო.ეს კაცი ძალიან არადამაჯერებელია და დიდი არაფერი მწვრთნელი არაა.საქმის ბოლომდე მიყვანა არ ეხერხება.გადამწყვეტ მომენტებში სრულიად უუნაროა.ტოტენჰემთან ერთი ტაიმის 0-3 წაგებას მოსხერხება უნდოდა.მას მერე ჯგუფიდან ვეღარ გავიდა ორ სეზონში.პლუს ხეტაფესთან გავარდა და უსუსურ რომასთან გავარდნასაც მოხერხება უნდოდა.გუნდს აშკარად მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე იგივე ხეტაფეს,რომას და თუნდაც ტოტენჰემს.მაგრამ თენ ჰაგმა ფაქტიურად ვერც ერთთან ვერაფერი გააწყო.
Master
13:24 01-05-2021
1

სიახლეები პოპულარული