ანდრეი შევჩენკო: ჩემი მეუღლე ამერიკელია, მე კი უკრაინელად ვრჩები

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ "კორიერე დელა სერასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საზღვრგარეთ ცხოვრების მიუხედავად, სამშობლოსადმი პატრიოტული გრძნობა ამოძრავებს.

"სადაც არ უნდა წახვიდეთ, წარსული ყოველთვის მოგძებნით. ლონდონში ვცხოვრობ, მეუღლე ამერიკელია, ბავშვებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ მე გულის სიღრმეში უკრაინელად ვრჩები და ძალიან მაღელვებს, რაც უკანასკნელ წლებში ჩემს ქვეყანაში ხდება.

მომწონს თუ არა დღევანდელი ფეხბურთი? კარიერა 2012 წელს დავასრულე და უკვე მაშინ იყო ფეხბურთში დიდი ფული. ყოველთვის მნიშვნელოვანნი არიან ადამიანები, მოთამაშეები და მენეჯერები. არაფერი მეტი".

შევჩენკო უკრაინის ნაკრებს 2016 წელს ჩაუდგა სათავეში
და მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ის 2002 წელს დაქორწინდა ამერიკელ მოდელ კრისტენ პაზიკზე, მათ ოთხი ვაჟიშვილი ჰყავთ - 16 წლის ჯორდანი, 14 წლის კრისტიანი, 8 წლის ალეკსანდრე და 6 წლის რაიდერ-გაბრიელი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ უთვალავი ვარკვლავივით გოგონებითგადაჭედილ კიევში, უკრაინაში, ბოლო-ბოლო იტალიაში ამ საშიშარი ამერიკელის გარდა სხვა უფრო სანდომიანი ქალი ვერ იპოვე თუ რომელიმემ უარი გითხრა?! რა ვიცი, შენი ცოლია და შენი ამბავი შენ იცი!
aburjga
15:50 01-05-2021
4
ბებო თუ ცოლი?
ბექა
08:56 01-05-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული