სათამაშო დღის 4 საუკეთესო შეხვედრა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 მაისს, ევროპაში შიდა ჩემპიონატები გაიმართება. გთავაზობთ 4 საუკეთესო შეხვედრას.. 

Sportall.Ge

თბილისის დროით 18:15 საათზე, კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. სავარაუდოდ "კამპ ნოუს" მოედანზე დაძაბული თამაში გაიმართება, რადგან გამარჯვებული გუნდი ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგავს. 

34 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" 76 ქულით ლა ლიგის სათავეში იმყოფება, "ბლაუგრანა" კი 74 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მათ შორის ასევე 74 ქულით მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომელიც თავის მხრივ, ხვალ, 9 მაისს მეოთხეადგილოსან "სევილიას" დაუპირისპირდება". 

კატალონიელებს დღევანდელ შეხვედრაში მარტინ ბრაიტვეიტი, ფილიპე კოუტინიო და ანსუ გატი გამოაკლდებათ, "ატლეტიკოს" რენან ლოდი არ ეყოლება. 

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები დღეს ერთმანეთს ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მანჩესტერში, კერძოდ "ეტიჰადის" მოედანზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

"მანჩესტერ სიტი" 80 ქულით ინგლისის უმაღლესი ლიგის ლიდერია, რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატები" 61 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ. 

სასიხარულოა, რომ ორივე გუნდი ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს, ერთადერთი
მატეო კოვაჩიჩის თამაშია საეჭვო, რომელიც ლონდონელების რიგებში ასპარეზობს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას, ის 29 მაისს, სტამბულში, ათათურქის ოლიმპიურ მოედანზე გაიმართება. 

Sportall.Ge

გერმანიის ბუნდესლიში 32-ე ტურში "დორტმუნდი" "ლაიპციგს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 

ბორუსიელები 55 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ლაიპციგი" 64 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. 

"ყვითლები" დღევანდელ შეხვედრას დიდი დანაკლით შეხვდებიან. მათ ბელინგემი, მუკოკო, ზაგადი და აქსელ ვიტსელი არ ეყოლებათ, საეჭვოა ჯოვანი რეინას თამაშიც. 

"ლაიპციგს" ლამარ სამარდიჩი გამოაკლდება.

Sportall.Ge

მიუნენის "ბაიერნი" "ალიანს არენაზე" "გლადბახს" უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს. 

"რეკორდმაისტერს" 31 ტურის შემდეგ 71 ქულა აქვს, რაც შეეხება "გლადბახს", ბორუსიელები 46 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ. 

მიუნხენელებს კორენტინ ტოლისო და დუგლას კოშტა გამოაკლდებათ, საეჭვოა ნიკლას ზულეს თამაშიც, "გლადბახი" ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება. 

მკითხველის კომენტარები / 3 /
Milani iuventuss xvdeba megobrebo, ushualo metoqeebia ligistvis adgilze
Milani
14:44 08-05-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული