თავდაპირველად, ესპანეთის ნაკრებისა და "ბლაუგრანას" ლეგენდას ხელშეკრულებაში ექნებოდა პუნქტი, რის მიხედვითაც, ის ნებისმიერ დროს შეძლებდა "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის სტატუსით წასვლას, თუმცა ხავიმ ამჟამად ეს ყველაფერი უარყო.
"ეს ყველაფერი ტყუილია. "ალ სადთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მე კი დადებულ ხელშეკრულებას პატივს ვცემ, მოლაპარაკებებს კი ოფიციალურად ვმართავ" - განაცხადა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა.
MARCA-ს თქმით, მას 2022 წლამდე სურს ყატარში დარჩენა. შეგახსენებთ, ამ წელს ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. რაც შეეხება "ალ სადს", ხავი ამ გუნდს სათავეში 2019 წლიდან მოყოლებული უდგას.
წყარო: MARCA
"მესი, ხავი და ყატარი 2022" - ანდრეს ინიესტა [PHOTO]