მოსკოვში "სპარტაკის" დირექტორს სცემეს და თავი გაუტეხეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ანტონ ფეტისოვს მოსკოვის ცენტრში დღისით, მზისით ისე სცემეს, რომ რეანიმაციაში მოხვდა, - იტყობინება sport24.ru.

ფეტისოვი ბარიდან (ჯერემისი) მეუღლესთან და დასთან ერთად გამოვიდა, ორი მოჩხუბრის გაშველება სცადა, მაგრამ ორივეს ერთმანეთთან კონფლიქტი დაავიწყდა, "სპარტაკელი" წააქციეს და ისე გალახეს, რომ სასწრაფოდ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.

დაზარალებულს საფეთქლის ძვლის მოტეხილობა და ქალა-ტვინის ღია ტრავმა აქვს და ლაპარაკი არ შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დათა არ ჰქონდა წაკითხული და იმიტომაც დაემართა ეგ.მასე მაგი,დაახლოებით.
ბიკენტი
22:40 13-05-2021
1

სიახლეები პოპულარული