"ეს არის ურთიერთობა, როგორიც მწვრთნელს სურს რომ ჰქონდეს. ლუის ენრიკეს სურს კაპიტანს შეხვდეს და დაელაპარაკოს, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთად მიიღონ. მას სურს რომ დარწმუნებით იცოდეს, რამდენად კარგადაა ის ფიზიკურად მზად და ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ დაზიანებამ თავი კვლავ გამოყოს. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და გადაწყვეტენ რამოსი წავა თუ არა ევროპაზე, ეს დიდი გადაწყვეტილება იქნება,
ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ ცენტრალური მცველი ოლიმპიურ თამაშებზეც ვიხილოთ" - წერს El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხავიერ დე ლა პენა.
თვითონ სერხიოს ორივე ტურნირზე მონაწილეობა სურს, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სწორად და კარგად უნდა მიიღონ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით