"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი

AutoSharing Option
აგენტმა დმიტრი სელიუკმა, რომელიც "ოლიმპიკის" მწვრთნელის ყოფილი ასისტენტის, იაია ტურეს ინტერესებს წარმოადგენს, თავისი კლიენტის მიერ დონეცკური კლუბის დატოვების შესახებ ისაუბრა.

"რასთანაა დაკავშირებული იაიას წასვლა? არაფერთან. არიან კლუბები, რომლებსაც მისი მიწვევა უნდათ, მათ შორის რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენლებს. ტურე ახლა სწავლობს, ლიცენციას აიღებს და ჯერ მთავარ მწვრთნელად მუშაობა არ შეუძლია. ვფიქრობ, 2-3 წლის შემდეგ სადღაც ესპანეთში, ინგლისსა ან საფრანგეთში დასაქმდება.

ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ხალხი მოდის და გამოცდილებას სხვებს უზიარებს. მრავალი კლუბის ხელმძღვანელობისა გამკვირვებია. ისინი ხანდახან უვიც მწვრთნელებს იწვევენ.

უფრო მეტი ასეთი ხალხის
ხშირად მოწვევაა საჭირო, მაშინ ფეხბურთი უკეთესი იქნება, პროდუქტიული. ჩვენ არ წავაგებთ თბილისის "ლოკომოტივთან" და "ლუდოგორეცთან". ჩვენთან კი ვიღაც დებილებს აგროვებენ. შედეგს ვხედავთ - რუსული ფეხბურთი ევროარენის უკანალშია", - ციტირებს სელიუკს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ!მცოდნე სპეციალისტია.იცის კაცმა,თავისი ფეხბურთის ადგილი და თანაც, ზუსტად.
სოსო
22 მაისი 2021 10:00
1
სიდებილე მეტოქის დაუფასებლობაა რასაც ისევ აგრძელებთ
Mkitxveli.
22 მაისი 2021 09:01
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული