აგენტმა დმიტრი სელიუკმა, რომელიც "ოლიმპიკის" მწვრთნელის ყოფილი ასისტენტის, იაია ტურეს ინტერესებს წარმოადგენს, თავისი კლიენტის მიერ დონეცკური კლუბის დატოვების შესახებ ისაუბრა.
"რასთანაა დაკავშირებული იაიას წასვლა? არაფერთან. არიან კლუბები, რომლებსაც მისი მიწვევა უნდათ, მათ შორის რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენლებს. ტურე ახლა სწავლობს, ლიცენციას აიღებს და ჯერ მთავარ მწვრთნელად მუშაობა არ შეუძლია. ვფიქრობ, 2-3 წლის შემდეგ სადღაც ესპანეთში, ინგლისსა ან საფრანგეთში დასაქმდება.
ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ხალხი მოდის და გამოცდილებას სხვებს უზიარებს. მრავალი კლუბის ხელმძღვანელობისა გამკვირვებია. ისინი ხანდახან უვიც მწვრთნელებს იწვევენ.
უფრო მეტი ასეთი ხალხის