მარად და ყველგან, "ბარსელონავ", მე ვარ შენთანა - მესი რჩება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლეო მესი "ბარსელონას" დატოვებს, არ გამოდგა სიმართლე.

ჟურნალისტები ნიკოლო სკირა და აშრაფ ბენ აიადი ერთდროულად იტყობინებიან, რომ მესი "ბარსასთან" 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს.

33 წლის მესის პსჟ-ში გადასვლას მამა და ერთერთი ძმა ურჩევდნენ, მაგრამ მან დარჩენა არჩია, კიდევ ორი სეზონის განმავლობაში დაიცავს კატალონიური გუნდის ღირსებას, რის შემდეგ აშშ-ში გადაბარგდება. კარიერის დასასრულს ის ორი სეზონი ევროპაში თამაშს გეგმავს: ესპანეთში ან საფრნგეთში.

ასე რომ, ახალი "ბარსელონა" მესის გარშემო აიგება.

მესიმ ამ სეზონში ლა ლიგის 35 მატჩში 30 გოლი
გაიტანა (3 პენალტით) და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, უკანასკნელ ტურში კი მონაწილეობას არ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წელს ბარსას გოლის გატანის პრობლემა არ ქონია,ყველაზე მეტი გაიტანა.დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას.მესის რაც შეეხება 20 დან 30 გოლამდე ორ სამ სეზონში კიდე გაიტანს.მივმართავ იმას,კრამიტები არ დაამტვრიოსო რო ქილიკობს.დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი არაა ეგ შენი საქმე, სხვა რამე აკეთე,თუნდაც კრამიტით გადახურვა.
გოჩა
23 მაისი 2021 14:03
0
რჩება თორემ კრამიტები არ დაანტვრიოს და ჩ.ლ-ა არ მოიგოს.ისევ სუსტ გუნდებთან დააგროვებს ბურთებს და ძლიერებთან გაფარჩაკდება.
მესი მეტსახელად მისტერ 2-8
22 მაისი 2021 21:54
56
6 - 5. Aდიოს
Morcha kino.
23 მაისი 2021 03:07
0
ბევრჯერ დაუმტვრევია მეტოქეების კარები მესის. გადახედე მესის საფეხბურთო კარიერას და მერე ისე ილაპარაკე. ისე მაგარი ხიხო ვინმე იქნები.
გია
22 მაისი 2021 23:27
2
ყველა გამოხმაურება
თუ ლაპორტა ლეგენდების გაშვებას გეგმავს (ბუსკეცი, ალბა, პიკე, ტერ შტეგენი) მაშინ მესიმ ვის გვერდით უნდა ითამაშოს? ლაწირაკებთან?! ლაპორტა თუ ამას გააკეთებს, ბართომეუს შეცდომას გაიმეორებს. სუარესთან დაკავშირებით.
გია
22 მაისი 2021 20:38
11
ახლა ამ ასაკში მესის სხვაგან გადასვლა იქნება მისი საერთოდ დავიწყება, ასე რომ სწორია თუ ბარსელონაში დარჩება
ბადრი
22 მაისი 2021 19:18
5

სიახლეები პოპულარული