ჯოჯოხეთიდან სამოთხეში - გზა სილით სავსე ტრაილერებიდან ევროპის ტოპ-კლუბებამდე

AutoSharing Option
წარმატება გარდაუვალია, თუ არ დანებდები - ეს ის სიტყვებია, რომლებიც ამქვეყნად ყველა ადამიანს სამუშაო ადგილის წინ უნდა ედოს, რათა მუშაობის დაწყების წინ შეხედოს და დაინახოს, თუ რამდენად დიდი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს.

კოლუმბიის ნაკრების მცველს, იერი მინას, ვარჯიშზე წასასვლელად ავტოსტოპის გამოყენება სჭირდებოდა, ამიტომ "ევერტონის" მცველს საკუთარი მიზნისთვის მგზავრობაც კი უძნელდებოდა.

გაჭირვებული "გუაჩენედან" მცველი "ბარსელონაში" გადავიდა. მინას კარიერა სიმღერითა და ცეკვით აეწყო. 26 წლის მცველი ყოველთვის ცდილობს იყოს მხიარული, ინგლისის პრემიერლიგაში კი ამ მხრივ ყველანაირად გამორჩეულია.

Sportall.Ge

"ეს ჩემიდან
გამომდინარეობს" - საუბრობს იერი Talksport-თან.

"ჩემს მშობლიურ ქალაქში, გუაჩენეში, ცეკვა სისხლში გვაქვს. პირველი, რაც თავში მომდის, მადლობაა, რომლის გადახდაც ღმერთისთვის მსურს, რადგან ასეთი შთაგონება და მიზანდასახულობა მომცა. როდესაც ბურთი გამაქვს, ეს ჩემი ბუნებრივი ემოციაა, ზუსტად ის, რასაც განვიცდი. რა თქმა უნდა, წინასწარ არ მაქვს არაფერი დაგეგმილი, ეს თავისით მოდის".

Sportall.Ge

ოჯახი მინასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო ამჟამად "ევერტონის" ცენტრალურმა მცველმა კარიერა მეკარის პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ იერის მამა ჟოზე ეულისი "ამერიკა დე კალის" კარის მცველი გახლდათ.

კოლუმბიელი მცველის თავს ყოველთვის ბედნიერი და კეთილი სურვილები გახლდათ. მას მისი ახლობლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ და აძლევდნენ იმის იმედს, რომ ახალგაზრდა მიზანდასახულ სპორტსმენს ის ყველაფერი გამოუვიდოდა, რაც გულში ჰქონდა. სპორტთან არაჩვეულებრივ დამოკიდებულებასთან ერთად იერის ღმერთმა სასწაული ნიჭი უბოძა. სწორედ ამიტომ "ატლეტიკო რენაკერიდან" "დეპორტივო პასტოში" მალევე გადავიდა.

"ჩემთვის კოლუმბიის გახსენება, განსაკუთრებით კი, ბავშვობის პერიოდი, საკმაოდ რთული და მძიმე იყო. ფეხით უნდა გვევლო, რადგან ავტობუსებში ადგილი არასდროს მოიძებნებოდა. მეორე ვარიანტი სატვირთოზე აძრომა გახლდათ. მძღოლს არც ვეუბნებოდით, ისე შევახტებოდით სილით დატვირთულ ტრაილერებს. ვიცოდით, რომ ჩვენს გზაზე მიდიოდა და დიდ მანძილს მოვიგებდით.

Sportall.Ge

ეს, რა თქმა უნდა, რთული იყო, ყველაფერი მძიმედ ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიძახდი, რომ დრო მაძლიერებდა და ესაა მიზეზი იმისა, რომ მე დღეს ამაყი და წარმატებული სპორტსმენი ვარ. იცით, ხშირად ვფიქრობ, თუ რა გავაკეთე და რა მდგომარეობიდან სად მოვედი. მსგავსად სხვა კოლუმბიელი ფეხბურთელებისა, მოტივაციას სხვებისგან ვიღებდი. სიმართლე გითხრათ, დღე არ გავა ისე, რომ არ ვიფიქრო ჩემს ოჯახზე, თუ რაოდენ იწვალეს და რამდენად შემიწყეს ხელი, რომ მე პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი,  ამაზე ფიქრის შემდეგ კი გაათმაგებული მოტივაციით ვვარჯიშობ", - განაგრძო მან.

Sportall.Ge

შეიძლება ითქვას, რომ მინა იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი მომავლისთვის და როგორ უნდა გამოიყვანო შენი ოჯახი გაუსაძლისი სიღარიბიდან. დიდი მოტივაციით დაჯილდოებული მინა ამქვეყნად სამოთხეში, "კამპ ნოუზე" მოხვდა. ამით ის გახდა პირველი კოლუმბიელი, რომელმაც კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა. "ბლაუგრანაში" მაღალი მცველისგან დიდი იმედები ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მას სურდა. იერიმ "ლურჯ-ბროწეულისფერების" მაისური 5-ჯერ მოირგო, 8 თვის შემდეგ კი ფეხბურთელი "ევერტონს" შეუერთდა.

Sportall.Ge

ის იხსენებს: "სასიამოვნოა, როდესაც ისტორიაში რაღაცა მიღწევით შედიხარ. მე პირველი კოლუმბიელი გავხდი, რომელმაც "ბარსელონაში" ითამაშა, თუმცა ფეხბურთი სტაბილურად არასდროს მიმდინარეობს, წინ ხან აღმართი შეგხვდება, ხანაც დაღმართი. პირადად ჩემთვის "ბლაუგრანაში" გადასვლა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სხვადასხვა მიზეზისდა გამო ჩემი კარიერა ესპანეთში არ აეწყო. მე იმ სათამაშო დროსაც კი ვერ ვიღებდი, რაც თავის გამოსაჩენად მჭირდებოდა. ამ დროს ადამიანს რწმენა ეხმარება. ძალიან მწყდება გული, როდესაც ვაანალიზებ, რომ მე სადღაც ჩემი თავი ვერ წარმოვაჩინე, ვერ შევძელი ჩემი მაქსიმუმის ჩვენება. ამიტომ მასეთ დროს მოგიწოდებთ, ივარჯიშეთ კიდევ უფრო მეტად, რათა მომავალში ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ზოგჯერ ახსნის პოვნაც კი რთულია, თუ რატომ არ გამოგდის რაღაც, როდესაც ამისთვის გულსა და სულს დებ, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება ასეთია, არასდროს იქნება მხოლოდ წარმატება. "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ მინდოდა იმ ადგილზე წასვლა, სადაც რეგულარულად ვითამაშებდი და მოულოდნელად ჩემით "ევერტონი" დაინტერესდა. მათ შანსი მომცეს, რათა ჩემს საქმეზე ვფოკუსირებულიყავი და ყველაფრისთვის პოზიტიურად შემეხედა".

Sportall.Ge

2018 წელს მერსისაიდში გადასვლისთანავე მინამ პირველ ამოცანად თავისი თამაშის დონის აწევა დაისახა, შემდეგ კი რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც რეკორდი დაამყარა, როგორც მცველმა, რომელმაც ერთ ტურნირზე 3 გოლი გაიტანა. აქამდე მსგავსი შედეგი არც ერთ მცველს არ დაუფიქსირებია. კოლუმბიელმა ვარსკვლავმა კუთხურიდან გოლის გატანა ჩვევის სახით ჩამოიყალიბა. შეგახსენებთ, სწორედ მინამ გაიტანა ინგლისის ნაკრებთან ბოლო წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი. ეს ყველაფერი დიდებული გახლდათ, თუმცა საბოლოოდ სამხრეთამერიკელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ. გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი ერიკ დაიერმა შეასრულა, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, მთელი 120 წუთის განმავლობაში თამაში ორ ნაკრებს შორის მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

სწორედ ამ დროს კოლუმბიას ოქროს თაობა ჰყავდა, გუნდში კუადრადო, რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი ირიცხებოდნენ. ამიტომ საჭირო იყო თავის დიდებულად დამკვიდრება და იერიმ ეს შესანიშნავად მოახერხა.

ამ დღიდან ერთი თვის შემდეგ კი მინა ინგლისის ნაკრების მეკარეს, ჯორდან პიკფორდს შეხვდა, ადამიანს, რომელმაც კოლუმბიელი მცველის მიერ ტყვიასავით გასროლილი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო. 

"ეს დიდებული ტურნირი იყო. სწორედ აქ გაგვიჩნდა იმის სურვილი, რომ არასდროს დანებდე. ჩვენ გვყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კარგ და ცუდ თამაშს შორის განსხვავებას გვაჩვენებდნენ. როდესაც გუნდში ევროპაში წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელები გყავს, ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაცილებით სხვანაირადაა. პირველ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია. როდესაც მეორე თამაშში ჩავერთე, ამის შემდეგ დავიწყე იმის დამტკიცება, რომ მე შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. ასე რომ მოკლედ გეტყვით, ინგლისთან თამაში ძალიან ემოციური იყო. 

Sportall.Ge

მე გადავედი "ევერტონში" და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი, თუმცა ჩემმა აგენტმა მასწავლა ერთადერთი წინადადება. მსგავს სიტუაციაში უნდა მეთქვა, რომ ჯორდანს ჰკითხეთ.  ვინ იცის, ხამესი რომ არ დაშავებულიყო ჩვენთვის საბედისწერო შეხვედრაში, რომელიც "სამ ლომთან" წავაგეთ, შესაძლოა ოთხეულშიც მოვხვედრილიყავით" - განაცხადა მინამ.

სამხრეთამერიკელის კარიერა წინ მიიწევს, ცენტრალური მცველი დღემდე კარიერას ინგლისში აგრძელებს... მუდამ მოღიმარი და მოცეკვავე ბიჭის გაჭირვება წარსულს ჩაბარდა, ახლა კი აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა.

მომზადებულია talksport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილია, ეგაა ერთ-ერთი იგიტას მოტაცებული ბავშვთაგანი, ავარჯიშა და დააფრთიანა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული