დედა 1986 წელს მოკვდა, თვითონ 1990-ში დაიბადა - "პარტიზანის" ფეხბურთელის უცნაური პრობლემა

AutoSharing Option
ბელგრადის "პარტიზანის" ნახევარმცველი გელორ კანგა კაკუ ბოლო კვირაში სკანდალში გაეხვა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში (CAF) მოსმენებზე დადის, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ 30 წლის გაბონელის დედა მის დაბადებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა და საერთოდ, ისიც საეჭვოა, კანგა გაბონში დაიბადა თუ არა.

ოფიციალურად "პარტიზანის" ფეხბურთელი 30 წლისაა და 1990 წლის 1-ელ სექტემბერს ოემში, გაბონში დაიბადა. თუმცა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, რამეთუ დედამისი კონგოში 1984 წელს გარდაიცვალა, თვითონ კანგა კი მათი ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში 1985 წელს დაიბადა.

საქმე
უმაღლეს წრეებამდე მივიდა, CAF-ი კი ვერ გაერკვა, ვის დაუჯეროს და ვის არა. ოთხშაბათს მესამე შეხვედრა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ეჭვი არსებობს, რომ კანგას დედამ სიკვდილის ცნობა გააყალბა, რათა კონგოდან გაბონში სხვისი პასპორტით გადასულიყო, სადაც დიდი ხანი ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდა. ამის გამო ახლა ფეხბურთელების დოკუმენტების შემოწმება დაიწყეს.

კონგოელები ამტკიცებენ, რომ მოთამაშის ნამდვილი სახელი და გვარი კიაკუ კიაკუ კიანგანი გახლავთ და 1985 წელს დაიბადა, ხოლო გაბონელები კი ამჟამინდელ რეალობას უჭერენ მხარს.

კანგა (თუ კიანგანი) სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს, რომ სანერვიულო არაფერი აქვს. რა მოსატანია, თუმცა 1 სეზონი კანგა "როსტოვში" ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო.

ამ გამოძიების დაწყების მიზეზი ის გახლავთ, რომ გაბონი 2022 წელს გასამართ აფრიკის თასზე ჯგუფიდან მეორე პოზიციით გავიდა, მესამე კონგო იყო. თუ კანგას საბუთების გაყალბება დაუდგინდა, გაბონს 10 ქულა დააკლდება და აფრიკის ერთა თასზე კონგო იასპარეზებს.

წყარო: BBC
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც მთავარია დაიბადა და უკან ხო ვეღარ შეაძვრენენ
0
martlac da ra mosatania ananidze?
ogondaca raaaaa
18:31 28-05-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული