უკრაინული კლუბის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქურდი იყო

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის "ინგულეცის" პრეზიდენტი ალეკსანდრ პოვოროზნიუკი არ მალავს, რომ სახელმწიფოს ფულს ჰპარავდა.

"მე ყველაფერს გავკეთებ, რათა ფულის გამომუშავება ჩემს შვილებს ხელებითა და ტვინით ვასწავლო. ჩემი კაპიტალი თავად შევაკოწიწე, თვითონ გამოვიმუშავე ეს ფული. არ მომიპარავს, გამოვიმუშავე. თუმცა, გაგიმხელთ, ამ ხელებს (თავის ხელებს აჩვენებს) ძალიან ბევრი მოუპარავთ. მე გულწრფელად ვამბობ. ხალხისთვის არასდროს მომიპარავს, სახელმწიფოს ვპარავდი.

გამდიოდა, მაგრამ გამასამართლეს კიდეც. ოდესღაც ამის გამო ავტორიტეტიც დავკარგე, რადგან ნასამართლევი ვიყავი. არმიაშიც გამასამართლეს: "ბუშლატში" მციოდა და "დუბლიონკები" მოვიპარე. სახლშიც კი გავაგზავნე.

ვთვლი, რომ ჩემს შვილებს საკუთარი
ტვინით ფულის შოვნას ვასწავლი. მათ არ შერცხვებათ. თუ მე არც ვიქნები, ჩემს ყველა იდეებსა და გეგმებს გააგრძელებენ. "ინგულეცი" მუდამ ითამაშებს ფეხბურთს, ამისათვის ყველაფერი გავაკეთე", - ციტირებს პოვოროზნიუკს ua-football-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სახელმწიფოს ფული ხალხისაა აბა ვისია? :D:D
ვერ გავიგე
14:05 31-05-2021
0
“შენ რა სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონიაა”?!
დავითი
11:42 31-05-2021
0

სიახლეები პოპულარული