"ფერენცვაროში", რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ, მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა საკუთარი სურვილით დატოვა, მის ნაცვლად კი 55 წლის ავსტრიელი პეტერ შტეგერი დანიშნეს.
შტეგერი ადრე "კიოლნსა" და "დორტმუნდს" ედგა სათავეში, ხოლო გასულ სეზონში "აუსტრიას" წვრთნიდა, რომელიც მე-8 ადგილზე გავიდა, რაც 1973 წლის შემდეგ ვენური კლუბის ყველაზე უარესი შედეგია. მისი კონტრაქტის დეტალებს "ფერენცვაროში" არ ასაჯაროვებს.