უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უკანასკნელი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ხარკოვში კვიპროსი 4:0 გაანადგურა.
ანგარიში 37-ე წუთზე პენალტით იარმოლენკომ გახსნა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ თერთმეტმეტრიანი ზინჩენკომ გამოიყენა. 59-ე წუთზე სტუმართა კარი იარემჩუკმა დალაშქრა, ხოლო 65-ე წუთზე იარმოლენკომ დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 36-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით კვიპროსელთა თავდამსხმელი პანაიოტუ გააძევა.
13 მაისს ანდრეი შევჩენკოს კრებული ევრო 2020-ზე ამსტერდამში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და საინტერესოა იმის ნახვა, ოფიციალურ მატჩში რა შედეგს მიაღწევს "ჯვაროსნების" იოლად მძლეველი დე ბურის გუნდი.