მსაჯი გაოგნებული იყურებოდა; ერთადერთი, რაც მოიფიქრა, ყვითელი ბარათის ჩვენება გახლდათ - რა მოხდა პოლონეთის მესამე ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის მესამე ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის მიმდინარეობისას მოულოდნელად სტადიონზე პარაშუტისტი დაეშვა. რეალურად, ეს საავარიო დაშვება გახლდათ, რადგან პარაშუტი ჰაერში არ გაიხსნა, რის გამოც სათადარიგო მოწყობილობამ თავისი საქმე ფრიადზე გააკეთა. 

პარაშუტისტმა აეროპორტის ნაცვლად დაშვება ბალახისსაფარიან მოედანზე გადაწყვიტა, ამის მიზეზი კი შედარებით რბილი დაჯდომა იქნებოდა, რადგან ასფალტზე ტრავმის მაღალი ალბათობა იყო. 

ამრიგად, პოლონეთის მესამე ლიგის ერთი მხრივ მოსაწყენი შეხვედრა ახლა უკვე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰო და ყვითელი თუ აიკიდა, შემდეგ ფრენას უეჭველი გამოტოვებს
ქობულეთიდან
14:48 10-06-2021
0
გაიხარე გიორგი!გულიანად გავიცინე.
სოსო
12:26 10-06-2021
0

სიახლეები პოპულარული