"მატჩის წინ მუხლის მოდრეკა არ მესიმპათიურება" - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ირლანდიის ამხანაგური მატჩის (0:0) წინ მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მუხლი მოიდრიკეს, რის გამო მასპინძელთა გულშემატკივრებმა უსტვინეს. ამაზე კომენტარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

"მუხლმოდრეკა მე საერთოდ არ მესიმპათიურება. ამის ადგილი სტადიონებზე არაა. სპორტი სულ სხვა რამაა. ამ ჟესტის არსი კულტურული განსაკუთრებულობით განისაზღვრება, ჩვენ ამას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ.

უნგრელები მუხლს სამ შემთხვევაში მოიდრეკენ: ღმერთის, სამშობლოსა და შეყვარებულის წინაშე, როდესაც ხელს სთხოვენ.

ეს იმ ქვეყნებში გამოიგონეს, სადაც მონობა იყო, ჩვენთან კი ასეთი რამ არასოდეს ყოფილა.
ამიტომ ამას მნიშვნელოვნად არ ვთვლით. ნუ ახდენთ მასპინძლის პროვოცირებას, როდესაც მასთან სტუმრად იმყოფებით", - ციტირებს ორბანს HVG.

მკითხველის კომენტარები / 16 /
Ჯიგარი ხარ მისტერ ორბან!
Ემიგრანტი
01:18 11-06-2021
1
აუ იმენნა საღოლ
მეგრელი
01:39 11-06-2021
2

სიახლეები პოპულარული