"საქართველოც იმავეს იზამს... " - რუსი კომენტატორი უკრაინის სკანდალს ეხმაურება

AutoSharing Option
.ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმაზე გახმაურებულ სკანდალს გამოეხმაურა. ანდრონოვის თქმით, რუსები ამ ფაქტით არ უნდა დაინტერესებულიყვნენ, საკუთარ აზრს კი Telegram-ის არხზე აქვეყნებს:

"დიახ, უკრაინა საკუთარ რუკას ყირიმთან ერთად ხატავდა, დახატავს და მომავალშიც ასე იქნება. საქართველოც იმავეს იზამს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

Sportall.Ge

დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სსრკ-ს ოკუპანტად თვლიან; დიახ, ეს არის. აქვს ვინმეს რაიმე პრობლემა? ესაა მხოლოდ, რაც თქვენ გაინტერესებთ?

რუსეთი ხომ საკუთარ მაისურზე ალასკის გამოსახვას აპირებდა? ეს ხომ კოლექტიური
სიგიჟეა?" - წერს ალექსეი.

საკუთარი აზრი დააფიქსირა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმაც:

"ამას ვერ ვხვდები. რატომ გახდა უკრაინის ფორმა ამხელა სკანდალის მიზეზი? შეხედეთ ქვეყნებს, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს, რომ ყირიმი რუსებს ეკუთვნოდათ? ევროპის ჩემპიონატზე არცერთი არ მონაწილეობს".

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ევრო 2020-ის ოფიციალური ფორმიდან ერთ-ერთი ფრაზის ამოღება მოსთხოვა.

დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.

იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...

მომზადებულია ekhokavkaza-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
სრულიად ვეთანხმები.
თავადი
01:28 12-06-2021
0
სტატია წაიკითხა ვინმემ? რა შუაშია მიშა თუ გრიშა,რა შუაშია "სამხრეთ ოსეთი" თუ სამაჩაბლო? რა მოხდა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ვინმემ ფორმა დაუწუნა? ჩვენ ფეხბურთელებს გინდა ფორმა სამაჩაბლოს კონტურით ჰქონდეთ,გინდა ტრინიდადის კუნძულების გამოხატულებით- მაინც არაფერი ეშველებათ
ჟორა
22:17 11-06-2021
10

სიახლეები პოპულარული