უკრაინამ "ფორმის საკითხში" გაიმარჯვა და რუსებს დასცინიან

AutoSharing Option
უკრაინამ ევრო 2020-ისთვის ფორმა დაამზადა, რომელზეც სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურია გამოსახული და საყელოზე უკან წარწერა აქვს გაკეთებული: "დიდება უკრაინას!" - "დიდება გმირებს". რუსეთის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინას ფრაზის - "დიდება გმირებს" ამოღება მოსთხოვა, თუმცა შემდეგ ლოზუნგს ოფიციალური სტატუსი მიანიჭა და გერბთან ერთად იქნება გამოსახული.

კიევში აშშ-ის საელჩომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, მისმა თანამშრომლებმა აღნიშნული ფორმა ჩაიცვეს, სურათი გადაიღეს და გამოაქვეყნეს.

"მოუთმენლად ველით კვირას ჩასატარებელ მატჩს. ჩვენ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა დიდებული იქნება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამის შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას
დეპუტატმა ალეკსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ფორმაზე გამოსახულ რუკაზე რუსეთის რეგიონებიც უნდა დაამატონ, კერძოდ - კრასნოდარის მხარე, ადიღეს რესპუბლიკა და როსტოვის ოლქი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდება ზიმბაბვეს!
ჩორნა
16:25 12-06-2021
10
დასაცინები თვითონ არიან ტერიტორიები დაკარგეს ეკონომიკა გაანადგურეს და მათი ახალგაზრდები პოლონეთში მუშაობენ მუშებად არ დაბლოკოთ
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული