მესი აუხდენელ ოცნებაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე ოცნებობს.

"ვფიქრობ, დარტყმის დრო მოვიდა. უკვე დროა, კოპა ამერიკის მოგების შანსი გამოვიყენოთ.

არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაა. ახლოს ბევრჯერ ვიყავი, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამომდიოდა. მანამ ვიბრძოლებ, სანამ ძალა მექნება.

გამიმართლა, რომ ინდივიდუალურ და კლუბურ დონეზე ყველა ტიტული მოვიგე. ბრწყინვალე იქნება ნაკრებთან ერთად თასის მოგება", - თქვა მესიმ.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკა 2020-ზე პირველ მატჩს დღეს ღამით, თბილისის დროით 15 ივნისის 01:00 საათზე, ჩილეს გუნდის წინააღმდეგ გამართავს,
რომელთანაც წინა კოპას ფინალში დამარცხდა...

მომზადებულია The National-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ მინდა მესიმ მოიგოს, ეს დაწყევლილი კოპა ამერიკა.
basa
15:39 14-06-2021
1
რა ვერ გავიგე იცით? არგენტინაში არისო ცუდი ეპიდ ვითარებაო და დავიჯერო ბრაზილიაში, სადაც უფრო უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ, მანდ ატარებენ კოპა ამერიკას, პარადოქსიც ამას ქვია. ამ ბრაზილიაში "მერამდენედ" უნდა ჩაატარონ ეს ტურნირი? რაღაც ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია ეს ყველაფერი.
barsa mesi
19:00 14-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული