მას შემდეგ, რაც ექსპერტთა საბჭომ მარადონას გარდაცვალების გარემოება შეისწავლა, დაადგინა, რომ მას არასათანადოდ უვლიდნენ და ხანგრძლივი, მტანჯველი პერიოდის განმავლობაში ბედისწერის ამარა ჰყავდათ მიტოვებული.
ფეხბურთის ლეგენდა გასული წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა - თავზე ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
გამოძიება მარადონას შვილების მხრიდან ნეიროქირურგ ლეოპოლდო ლუკეს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შემდეგ დაიწყო. ისინი ექიმს ოპერაციის შემდეგ მამის მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ.
გასულ თვეში
კოლეგიამ დაასკვნა, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობით, მარადონას გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა, ის კი ბუენოს-აირესში, ნაქირავებ სახლში გარდაიცვალა.
გამოძიება მარადონას ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ექთნების მიმართ მიმდინარეობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი პროკურორების წინაშე სათითაოდ გამოვლენ. მოსმენები, რომლებიც არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გადაიდო, შესაძლოა, წლებიც კი გაგრძელდეს.
მარადონა ცხოვრების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით გარდაიცვალა.
მარადონა მილიონობით ადამიანის კერპია. მისმა სიკვდილმა გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკში ჩააგდო, არგენტინაში კი სამდღიანი ეროვნული გლოვა იყო გამოცხადებული.
მომზადებულია msn-ის მიხედვით
რამდენი გამოიმუშავა მარადონამ კარიერის განმავლობაში?
თქვენ ფიქრობთ, რომ სუპერგმირები ხართ? ეს ტყუილია! დღეები, რომლებმაც დიეგო მარადონას ცხოვრება შეცვალა