უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Forbes-Украина-სთან ინტერვიუში თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა.
- როგორც მივხვდი, პოლიტიკამ იმედი გაგიცრუათ. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა - ეს ბერლუსკონის ზემოქმედებაა? თქვენ როგორი ამბიცია გქონდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ იმედი გამიცრუა - უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არაა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი და ვერ ვხედავდი, საკუთარი თავის რეალიზაცია როგორ მომეხდინა.
რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
პარტნიორმა კალაძემ, ლიბერიაში ვეა პრეზიდენტი გახდა.
სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.
- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.
- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
- ახლა საკუთარ თავს პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ.